მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის 13 ავტომანქანას შეიძენს

5914269c77020
BM.GE
11.05.17 12:49
968
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება სრულდება 2017 წლის 30 მაისს.

ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ. აღნიშნული პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკი სრულად შეივსება.

უწყებამ 2014-2016 წწ - 'სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამისფარგლებში, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა 30 მაღალი გამავლობის ავტომანქანა.

"ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ჩართულობით იფარება ავტომანქანების შენახვისა და საწვავის ხარჯები, ასევე მძღოლის ხელფასი.

2014 წლიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პჯდ ცენტრების ექიმებზე დანამატის სახით გასცემს 300-150 ლარს. 2018 წლიდან უწყება შრომის ანაზღურებას მედდებსაც გაუზრდის.

2016 წელს, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალმა მომსახურება გაუწია 137 104 პაციენტს“ ,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები