მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აჭარის კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის"

575e53974c388
BM.GE
13.06.16 10:15
2507
პრემირ-მინისტრის შეფასებით ბათუმი Maroon 5-ის კონცერტის პერიოდში ტურისტული ნაკადისთვის მზად არ აღმოჩნდა.
 
როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისთვის მეტი დახმარებაა საჭირო.

"ძალიან კარგად ჩატარდა განვლილი კონცერტები, იმის მიუხედავად, რომ ბათუმის კონცერტის შემთხვევაში ამინდმა გარკვეული შეფერხებები შექმნა. იყო დიდი დასწრება და ბათუმმა ნახა ტურისტების უპრეცედენტო მოზღვავება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახელწმიფო სექტორის მხრიდან ცოტა მეტი დახმარებაა საჭირო კერძო სექტორზე, ეს ეხება როგორც ცენტრალურ, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, ვინაიდან კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის. ალბათ, მომავალში ეს გასათვალისწინებელი იქნება და უკეთესი კოორდინაცია იქნება საჭირო - ეს უფრო ეკონომიკურ ბლოკს ეხება და არა კულტურის სამინისტროს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები