მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 11,6 მლნ ლარით გაიზრდება

5bdb1d01c3220
BM.GE
01.11.18 20:00
621
აჭარის ა.რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 11.6 მილიონი ლარით (4.3%-ით) მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე და ის 279.3 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, ბიუჯეტის პროექტით, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები.

„ აკუმულირებული თანხები სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებისთვის იქნა მიმართული, მათ შორის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ნაწილში, კერძოდ მათი დაფინანსება 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 1,0 მილიონ ლარამდე იზრდება და 17,7 მილიონი ლარი იქნება" - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ა.რ მთავრობის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის და 2019-2022 წლების პრიორიტეტების წარდგენისას გააკეთა.

2019 ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები:

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 314 117 000 ლარით განისაზღვრა

2019 წელს საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო ოდენობა, 2018 წელთან შედარებით, 30.0 მილიონი ლარით (13.3 %-ით), იზრდება და 2019 წლისთვის 255.0 მილიონ ლარს შეადგენს;

2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი (გადასახდელები) 314.1 მილიონ ლარია.

აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია:
2019 წლისათვის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების განვითარების კვლევას იწყებს, რომლის ფარგლებშიც აჭარაში სპორტული ტურიზმის, ხანდაზმულთა ტურიზმის, ეკო და ბიო სასტუმროების განვითარების, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ცენტრების განვითარების საკითხების შესწავლა განხორციელდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბის მიმდებარედ, დაგეგმილია ტურისტული და საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა;

დაგეგმილია სარფის მთიანი ზონის დაგეგმარება, მისი შემდგომი განვითარების ერთიანი ხედვის შესაქმნელად;

2019 წელს 30 მიმართულებით ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 500-მდე მიმართულებაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. სულ 180 გრძივი კილომეტრი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა დაიგება. დაგეგმილია ასევე 14 ახალი ხიდის მშენებლობა. ჯამში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით, 300-ზე მეტი პროექტი განხორციელდება.

გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 10 მილიონ ლარამდე იზრდება.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 1,0 მილიონ ლარამდე იზრდება და 17,7 მილიონი ლარი იქნება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები