მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი კიდევ ერთი დღე ვერ განახლდება

სკოლა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი რეგიონში 26 თებერვალსაც არ განახლდება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით – 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ“, – წერს აჭარის განათლების სამინისტრო.

აჭარა-გურიაში რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში თოვლის საფარი ნახევარ მეტრზე მეტია. მაღალმთიან აჭარასა და გურიის ზოგიერთ სოფეში კი, თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა.

bm.ge-მ უკვე მიმართა განათლების სამინისტროს, რა რეჟიმით გააგრძელებენ სწავლას გურიის სკოლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები