აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ტიტე აროშიძემ დაიწყო საქმიანობა. აჭარის მთავრობის ცნობით, ის დღემდე როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. ბოლო დროს აჭარის სტრატეგიული განვითარების კვლევის შეფასებაზე და სოფლად ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაციის კუთხით მუშაობდა.
განახლებულ სამთავრობო გუნდში მინისტრების თანამდებობები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეინარჩუნა.