მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი თანამდებობიდან გადადგა

ტატიშვილი

აჭარის ტელევიზიის დირექტორი, ვლადიმერ ტატიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ინფორმაციას საბჭოს წევრებს გააცნო.

ვლადიმერ ტატიშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორად სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს. მაღლაფერიძის თქმით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას აჭარის ტელევიზიის დირექტორის პირველი მოადგილე, ეკატერინე შაინიძე შეასრულებს.

ინფორმაციისთვის, მომავალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი წინმსწრებად, 13 აგვისტოს, გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები