აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს მარკეტინგულ აქტივობებზე 8 275 000 ლარს დახარჯავს. დეპარტამენტმა ამ თანხის გამარტივებულად დახარჯვის გადაწყვეტილება მიიღო. თანხა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას უნდა მოხმარდეს.
კერძოდ, რეგიონის პოპულარიზაციაზე საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში, სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით (მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით) 3 300 000 ლარი დაიხარჯება.
სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებასა და ტურიზმის სტიმულირების - ბიუჯეტი 500 000 ლარია;
საერთაშორისო ღონისძიებებში, ფესტივალებსა და ფორუმებში მონაწილეობასა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაზე 820 000 ლარი მიემართება;
სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალებისა და სხვა პიარ-აქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის - 700 000 ლარი;
ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით - ბიუჯეტი 450 000 ლარია;
ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზება - ბიუჯეტი 200 000 ლარი;
ფოტო მომსახურებები 200 000 ლარი დაიხარჯება.
საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებასთან, საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის ბიუჯეტი 1 215 000 ლარი.
სხვადასხვა საპრომოციო, სარეკლამო მასალის, სუვენირების, ღვინის და სხვა თემატური მასალის დამზადება/შეძენასთან რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სტიმულირებისათვის - ბიუჯეტი 150 000 ლარი.
სხვადასხვა საკვები პროდუქტის, კერძოდ საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სასაჩუქრე ტკბილეული ნაკრების შესყიდვა - ბიუჯეტი 5000 ლარი.
საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ღვინის შესყიდვა (სადეგუსტაციოდ) - ბიუჯეტი 25 000 ლარი.
რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო - საპრეზენტაციო ვიდეო რგოლის დამზადება - ბიუჯეტი 500 000 ლარი.
საინფორმაციო ბროშურებისა (მათ შორის, სახელმძღვანელოების, გიდების, გზამკვლევების) და სხვა მასალების მომზადება- ბეჭდვა- ბიუჯეტი 150 000 ლარი.
საერთაშორისო ჯავშნების პლატფორმებზე (Airbnb, Booking, Vrbo, Tripadvisor) აჭარის რეგიონიდან რეგისტრირებული განთავსების არარეგისტრირებული ობიექტების (კერძო პირები, რომლებიც აქირავებენ კერძო სახლებს, ბინებს და ოთახებს) სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციების, დატვირთვის კოეფიციენტის კვლევა - ბიუჯეტი 60 000 ლარი.