აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც უწყებაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა და მამუკა ბერძენიშვილი ახალ მთავრობის შემადგენლობაში აღარ შედის. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას სოფო ლაზარიშვილი ასრულებს. როდის დაამტკიცებს აჭარის მთავრობა ახალ ხელმძღვანელს ჯერ-ჯერობით უცნობია.
მამუკა ბერძენიშვილი პოსტს 2015 წლიდან იკავებდა.

























