მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა

დავით გაბაიძე
30.03.26 13:15
455

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძე თანამდებობას დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს და წერს, რომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პოზიციის დატოვების მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ამ წუთებში აკეთებს.

"აჭარის ტელევიზიის" გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე მოიაზრება, თუმცა აღნიშნულს დავით გაბაიძე არ ადასტურებს.

ამბობს, რომ ახალი თავმჯდომარის დანიშვნაზე რეგიონის საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს.

დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის თავმჯდომარე იყო. ის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები