საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აჭარისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 12 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 31.4 მილიონ ლარს შეადგენს.
ამ ტენდერების ფარგლებში უნდა მოხდეს ზემო აჭარის რიგი სოფლების, ასევე იმერეთის ხარაგაულისა და ჭიათურას მუნიციპალიტეტების სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვა.
კომპანიებს ტენდერებში წინადადებების წარდგენა 6-10 ივნისის პერიოდში ექნებათ. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოთხოვნების თანახმად, თითოეულ ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური ღირებულებისა და სირთულის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
| მუნიციპალიტეტი | ტენდერის ღირებულება |
| შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზედაყანას, ზამლეთის (ნიგაზეული) და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილაძირის გაზიფიცირების სამუშაოები | 3,514,832 |
| შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპილაურის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის გაზიფიცირების სამუშაოები | 2,976,892 |
| ქედას მუნიციპალიტეტის სოფლების: ზედა ბზუბზუს, ძენწმანის, არსენაულის, გობრონეთის და ტაკიძეების გაზიფიცირების სამუშაოები. | 3,457,719 |
| ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭინკაძეების, ქვედა ბზუბზუს და პირველი მაისის გაზიფიცირების სამუშაოები | 2,181,098 |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის გაზიფიცირების სამუშაოები | 1,382,206 |
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქედქედის, ცხემლარას და ქვედა ქოქოლეთის გაზიფიცირების სამუშაოები | 2,026,520 |
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მირვეთის, ქოქოლეთის და ზედა ჩხუტუნეთის გაზიფიცირების სამუშაოები | 1,970,487 |
| დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდორნას, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მამკოდას (ნადიკვარის დასახლება), ხოდაბუნებას, ჭილაანთკარის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიანის გაზიფიცირების სამუშაოები | 1,984,889 |
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუდუმექედის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მუხლის და ბუგეულის გაზიფიცირების სამუშაოები | 1,800,157 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის გაზიფიცირების სამუშაოები | 3,472,221 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: წირქვალის და ქვედა ჭალოვანის გაზიფიცირების სამუშაოები | 3,222,394 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: წყალშავის და ზედა და ქვედა ბერეთისას გაზიფიცირების სამუშაოები | 3,374,402 |




























