მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარისწყალი ჯორჯია “ჰიდრო სიმძლავრეების მიმართულებით დიდი პოტენციალია”

საქართველოში ჰიდრო სიმძლავრეების მიმართულებით დიდი პოტენციალია- ასე აფასებს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ენერგეტიკულ შესაძლებლობებს საქართველოში. როგორც შუახევის ჰესების კასკადის მფლობელი კომპანიის დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამისი განვითარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი იყოს. სატიშ ბჰატის თქმით, კომპანია იკვლევს ახალი ინვესტიციების შესაძლებლობებს. როგორც მან აღნიშნა, სადგურის შედეგები შესანიშნავია და „აჭარისწყალი ჯორჯია" მისი ეფექტურობის გასაზრდელად უახლეს ტექნოლოგიურ ინტერვენციებს იყენებს. "აჭარისწყალი ჯორჯია" ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტია. კომპანიამ ქართულ ენერგოსექტორში 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები