ვიმსჯელეთ ჰიდრო სექტორში არსებულ გამოწვევებზე და პოტენციალზე, რომლის ათვისების რესურსი საქართველოს აქვს - ამის შესახებ დღეს ენერგეტიკული ფორუმის დასრულების შემდეგ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატიმ განაცხადა. როგორც ის ამბობს, სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, რომლის მიზანიც არსებული სიმძლავრეების გაზრდაა. მისი განმარტებით, ფორუმზე განხილული იყო ყველა სტრუქტურული ცვლილება და ამ პროცესში იყო ჩართული როგორც კერძო სექტორი, ისე საჯარო უწყებების წარმომადგენლები.