მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აჭარისწყალი ჯორჯია“ სოციალური პროექტების განხორციელებას ხულოსა და შუახევში აგრძელებს

ენერგოკომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” სოციალური პროექტების განხორციელებას ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში განაგრძობს. კომპანიას 2014 წლიდან დღემდე განახლებადი ენერგეტიკის, რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისა და მცირე ბიზნესების წახალისების მიმართულებით 9 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. გარდა ამისა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „აჭარისწყალი ჯორჯია“ ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროექტებს 2023 წლიდან ახორციელებს და მასში ჯამურად უკვე 100 000 ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები