კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ - რომელიც 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს ფლობს, იყო პირველი კომპანია ქართულ ენერგო სექტორში, რომელმაც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტი შექმნა. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, კომპანიამ ჯერ კიდევ შუახევი ჰესის მშენებლობის დაწყებამდე შეისწავლა რეგიონის საჭიროებები და შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავა გრძელვადიანი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია სადაც სამი მთავარი მიმართულება განსაზღვრა: განათლების მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების მხარდაჭერა - მცირე ბიზნესის დაფინანსება და ინფრასტრუქტურული განვითარება.
შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყებიდან ოპერირების ეტაპის ჩათვლით არაერთი სოციალური პროექტი განხორციელდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი - ყველა პროექტი იყო გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და მეორე - ყველა პროექტი იგეგმებოდა და ხორციელდებოდა უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების მონაწილეობით. განხორციელებულია 170-ზე მეტი სოციალური პროექტი, რომელმაც ჯამურად 10 000-ზე მეტ ადამიანს მოუტანა სარგებელი და დაფინანსებულია 70 მცირე მეწარმე.
სოციალური პროექტებისთვის დახარჯული თანხა - დაახლოებით 9 მილიონი ლარი
განათლება და ცნობიერების ამაღლება - 1 200 000 ლარი;
ადგილობრივი თემების მხარდაჭერა - 4 550 000 ლარი;
ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება - 3 000 000 ლარი
ასობით სოციალური პროექტის შედეგი, რომელსაც წლებია ვადევნებთ თვალს ნამდვილად შთამბეჭდავია.
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’, რამდენიმე წელია ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ცენტრს აფინანსებს. ხულოში მცხოვრებ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ხუთ საგანში კომპანიის სრული დაფინანსებით მოემზადონ.