მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს კომპანიებისთვის ქალთა გაძლიერება და მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანიები არამარტო ცდილობენ გენდერული ბალანსის დაცვას მენეჯერული რგოლის სხვადასხვა საფეხურზე, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერენ ქალებს და მათ გაძლიერებაზე ორიენტირებულ სოციალურ პროექტებს აფინანსებენ. ენერგოკომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯერული პოზიციების უმეტესობას ქალები იკავებენ და ამასთან "შუახევი ჰესის" არეალში მცხოვრები ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.. გასულ წელს ,,აჭარისყალი ჯორჯიამ’’ რომელიც 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს ფლობს, ხულოს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით 10 ქალ მეწარმეს ბიზნეს პროექტი დაუფინანსა.