მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარული ღვინის სახლი სტუმრებს ქვევრის გახსნის რიტუალის სერვისს სთავაზობს

5b76ba06112b4
BM.GE
17.08.18 16:04
1687
აჭარული ღვინის სახლი ერთ-ერთი პირველია იმ ტურისტულ დესტინაციებს შორის, რომელიც როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს ქვევრის გახსნის რიტუალს სთავაზობს.

როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, ეს სერვისი განსაკუთრებით მექორწილეებს მოსწონთ.

„წყვილი სტუმრების თანდასწრებით ხსნის სახელობით ქვევრს. რიტუალი ამაღლებს განწყობას, ორშიმოთი დაგემოვნებულ ღვინოს კი, სულ სხვა ემოციები მოაქვს, იგი ქმნის ქართულ-ტრადიციულ გარემოს და დაუვიწყარ მოგონებებს სტუმრებსა და ვიზიტორებს შორის. სწორედ ქვევრის გახსნის რიტუალზე დასასწრებად ლიტვიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან უკვე არის ჯავშნები. წყვილები ჩამოსვლას და ქორწინებას გეგმავენ ოქტომბერ-ნოემბერში. აჭარული ღვინის სახლს შეუძლია ერთდროულად 500-კაციან ღონისძიებებს მოემსახუროს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან ექსპლუატაციაში შევა 300-კაციანი დარბაზი სხვადასხვა წვეულებებისათვის“, - აცხადებენ მენეჯმენტში.

აჭარული ღვინის სახლს წელიწადში 100 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

ცნობისათვის, გასულ წელს აჭარული ღვინის სახლი ,,მარდი ჰოლდინგმა“ შეიძინა და თავის თვზე აიღო ტურისტული დესტინაციის მართვა და ღვინის წარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები