მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჩი არველაძე: „თანამედროვე ფეხბურთიც ჩვეულებრივი ბიზნესია“

604dca1d44871
თათია კაკიაშვილი
14.03.21 16:10
2018

„დღეს უფულოდ არაფერი გამოდის“, - ამის შესახებ გადაცემა BMGDrive-ში აჩი არველაძემ განაცხადა. არველაძემ ამ ფრაზით გადაცემის წამყვანის, ბექა ბაციკაძის შეკითხვას უპასუხა, თუ რა პრობლემების წინაშე დგას თანამედროვე ქართული ფეხბურთი.

„თანამედროვე ფეხბურთიც ჩვეულებრივი ბიზნესია იმიტომ, რომ როცა გინდა, რომ კარგი სტადიონები და მინდვრები იყოს, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ფინანსური შესაძლებლობა სჭირდება. ცუდი ისაა, რომ ქართველ ფეხბურთელში არავინ იხდის იმდენს, რამდენსაც უცხოელის შემთხვევაში. ზოგადად, საფეხბურთო ბაზარი ძალიან გაფუჭებულია და მაშინ გაფუჭდა, როცა ნეიმარი 400 მილიონად შეფუთეს“, - განაცხადა არველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები