მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აცრილ პირებს "ბუსტერ" დოზის გარდა, ვაქცინის დამატებითი დოზების გაკეთებაც შეეძლებათ - გაბუნია

616556f81ddb4
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.21 13:41
18517
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, სრულად აცრილ პირებს ბუსტერ დოზების გარდა, „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთება შეეძლებათ.

თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, რომ დამატებითი დოზით აცრა მოგზაურობის მსურველ პირებს დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეეძლებათ.

„ბუსტერ დოზების გარდა ასევე განისაზღვრა დამატებითი დოზის ჩატარების შესაძლებლობა.

დამატებითი დოზის ჩატარება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც აცრილები არიან „სინოვაკის“ ან „სინოფარმის“ 2 დოზით, თუმცა სასწავლო ან ბიზნესმიზნებისთვის მოგზაურობის შემთხვევაში, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი მიემგზავრებიან და კონკრეტულად „ფაიზერთან“ მიმართებით მოთხოვნებია დაწესებული. ასეთ დროს პირი შეიძლება აიცრას „სინოფარმის“ ან „სინოვაკით“ მეორე დოზით აცრიდან 28 დღეში, თუმცა ამისთვის ამცრელ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მიზნობრიობა - რატომ სჭირდება მას დამატებითი დოზით აცრა“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები