მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ACT: 10-დან 9 თბილისელი მიიჩნევს, რომ ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს

58256f7243864
BM.GE
11.11.16 11:06
1121
10-დან 9 თბილისელი მიიჩნევს, რომ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს,- ასეთია ორგანიზაცია ACT-ის კვლევის შედეგები, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაატარა.

როგორც „ეისითი“ აღნიშნავს, მონაცემების სქესის ჭრილში გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ ქალების უფრო დიდ ნაწილს მიაჩნია რომ ტექ. დათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს (94%), ვიდრე მამაკაცებისას (83%).

თბილისელების 73% მიიჩნევს, რომ გარკვეული ასაკის ავტომობილების ექსპლუატაცია უნდა აიკრძალოს. აღსანიშნავია, რომ თბილისში მაცხოვრებელი ქალების 81% თვლის ასე, ხოლო კაცების მხოლოდ 63%.

თბილისის მოსახლეობას ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული აზრი აქვთ იმის შესახებ, თუ რომელი წლიდან გამოშვებული ავტომობილების ექპლუატაცია უნდა იყოს დასაშვები, თუმცა, მოქალაქეთა თითქმის ნახევარი (41%) თანხმდება, რომ 2000 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია უნდა აიკრძალოს. აღსანიშნავია, რომ 10%-ს აზრით, მხოლოდ 2005 წლის შემდეგ ნაწარმოები ავტომობილები უნდა იყოს დასაშვები.

ACT-ის გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები