მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ACT Global-ი თავისი პარტნიორის სოფო ჩაჩანიძის წინააღმდეგ ე.წ. „ტროტუარის საქმეზე“ გადაწყვეტილებას ეხმაურება

სოფო ჩაჩანიძე

კომპანია ACT Global-ი ეხმიანება თავისი პარტნიორის, სოფო ჩაჩანიძის წინააღმდეგ ე.წ. „ტროტუარის საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

საქმე ის არის, რომ აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო, სოფო ჩაჩანიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. სოფო ჩაჩანიძეს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, შესაბამისად, არ შეიძლება მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება

"დემოკრატიულ სახელმწიფოში, მოქალაქეების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმაღლესი ფასეულობაა, რომლის უზრუნველყოფის გარანტს კონსტიტუცია, სახელმწიფო და მისი უწყებები უნდა წარმოადგენდნენ.

მივიჩნევთ, რომ კანონმორჩილი მოქალაქეების წინააღმდეგ, ტროტუარზე დგომის გამო დაწყებული სამართალწარმოება ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას და უგულებელყოფს კონსტიტუციის 21-ე მუხლს შეკრების თავისუფლების შესახებ", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები