კვლევითმა ორგანიზაცია ACT-მ SHARKMEDIA-ს დაკვეთით Youtube-ს სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩაატარა, პლატფორმასთან თანამშრომლობის რა გამოცდილება არსებობს ბიზნეს სექტორში და რამდენად განიხილავენ ისინი კონტენტკრეატორებთან სამომავლო თანამშრომლობას. ჯამში დედაქალაქში 65 მცირე და საშუალო ბიზნესი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ კვლევის მონაწილე სეგმენტის 45%-ს არ აქვს Youtube-თან თანამშრომლობის გამოცდილება, 42%-ს კი აქვს თანამშრომლობის შეწყვეტის გამოცდილება, რის მთავარ მიზეზსაც სერვისის ეფექტურობით უკმაყოფილება და ფასი სახელდება. როგორც კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, Youtube-თან სამომავლო თანამშრომლობის განწყობა დაბალია, რაც მაქსიმალური 10 ქულიდან 5.92 ქულით შეფასდა. როგორც კვლევის პრეზენტაციაზე აღინიშნა, საშუალო წლიური მარკეტინგული ბიუჯეტი ქართული Youtube -სთვის 32 583 ლარია, თუმცა სამომავლოდ გამოკითხული კომპანიების საკმაო ნაწილი აღნიშნავს, რომ მზადაა პლატფორმასთან სამომავლო თანამშრომლობაში სოლიდური ფინანსური რესურსი ჩადოს.