მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ACT: თბილისის მოსახლეობის 43% მომავალში ისარგებლებდა Yandex Taxi-ის მომსახურებით

57d81ff1526cb
BM.GE
13.09.16 19:47
1906
თბილისის ქუჩებში გამოჩნდა რუსული კომპანიის “იანდექს ტაქსის” ავტომობილები, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით “ეისითიმ” ჩაატარა კვლევა ამ კომპანიის ცნობადობისა და სერვისით სარგებლობის სიხშირისა და სურვილის შესახებ.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას (73%) სმენია “Yandex Taxi”-ის შესახებ, ხოლო 12%-ს უსარგებლია კიდეც მათი სერვისით. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი (43%) მომავალში ისარგებლებდა “Yandex Taxi”-ის მომსახურებით.

ონლაინ კვლევა ჩატარდა კომპანია “ეისითის” მიერ 2016 წლის სექტემბერში. შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა თბილისის 404 ზრდასრული მაცხოვრებელი. ცდომილება არ აღემატება 4.9%.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები