მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ACT: თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41%) გეგმავს სააღდგომოდ ქალაქიდან გასვლას

58f06f6cbb1b0
BM.GE
14.04.17 11:00
1640
“ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღდგომის დღესასწაულს, თითქმის ყველა თბილისელი აღნიშნავს (96%), მიუხედავად იმისა თვლის თუ არა თავს რელიგიურად.

ასევე, სრული უმრავლესობა აპირებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციის დაცვას და სააღდგომო კვერცხების წითლად შეღებვას – 95%.

თბილისელების 77% გეგმავს სააღდგომო პასკის შეძენას, ხოლო 16% მის გამოცხობას. 4% კი გამოცხობასაც აპირებს და შეძენასაც. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 3%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ ექნება სააღდგომოდ პასკა.

თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41%) გეგმავს სააღდგომოდ ქალაქიდან გასვლას.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 31 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები