AD BLACK SEA შეიძლება ითქვას რომ ყველა მარკეტერის და ამ მიმართულებით დაკავებული საქმიანის სავალდებულოდ დასასწრები ღონისძიება გახდა. წელსაც, სრული ანშლაგი და დასწრება, უამრავი სტუმარი, სპიკერი, მთხრობელი, სიახლე და კონკურსი გამარჯვებულებით, რომელთა გამოვლენა დაჯილდოება ედ ბლექ სის ფორუმის კულმინაციური ნაწილია. წელს AD BLACK SEA-ზე 20-ზე მეტი ქვეყნიდან, 1500-მდე დელეგატი იყო. შაბათ საღამოს დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მთავარ სცენაზე, საერთაშორისო ჟიურის მიერ, 14 სხვადასხვა კატეგორიაში ყველზე შემოქმედებითი კამპანიები, სააგენტოები და ბრენდები გამოვლინდნენ. AD Black Sea 2026-ის გრან-პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ.






























