AD BLACK SEA 2024 იწყება. კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება, რადგან 12-დან 14 სექტემბრის ჩათვლით, რეგიონის ყველაზე მასშტაბური, რიგით მერვე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024, ტრადიციულად ბათუმში გაიმართება.
სხვათა შორის, ვიდრე სტუმრებთან გადავალთ კითხვებით, მინდა გითხრათ, რომ ფესტივალმა შარშან დელეგატების რეკორდულ რაოდენობას - 1300 სტუმარს უმასპინძლა. წელს ორგანიზატორები ამ რიცხვის გამეორებას გეგმავენ. დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული 29 კომპეტენტური ჟიურის წევრი შეაფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე - დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს.
სტუმრები: თამარ ცინცაძე - “ედ ბლექ სის” აღმასრულებელი მენეჯერი;
სოფო კეჩხოშვილი - “ედ ბლექ სის” კონკურსის ხელმძღვანელი