AD BLACK SEA 2023 14-16 სექტემბერს, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართა. 1300-ზე მეტ ქართველ და უცხოელ დელეგატს მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება ჰქონდა.
Kettari Foundation Ad Black Sea - International Festival of Creativity 2023-ის პარტნიორია. კომპანიის მიზანია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, მათთვის ტრადიციად ჩამოყალიბდა ფესტივალში აქტიური მონაწილეობა. უკვე მეორე წელია ფონდი აქტიურადაა ჩართული ფესტივალში. გარდა სპიკერისა, წელს AD BLACK SEA-ის მონაწილეებისთვის დახურული ჩვენება გაიმართა kettari-ს ხელშეწყობით შექმნილი ფილმის “სახლი არ დატოვო”.
დათი ჯაფარიძის ფილმი, ოკუპაციის ჩვენი დროის სიმბოლოს, დათა ვანიშვილის ცხოვრებას აღწერს. ფილმი ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული და 15 წუთის განმავლობაში დეტალურად აღწერს, თუ რა გავლენა აქვს ოკუპაციას მშვიდობიან მოქალაქეებზე და როგორ ცვლის ის ამ ადამიანების ცხოვრებას. გამომდინარე იქიდან, რომ ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი, ამ ეტაპისთვის მხოლოდ დახურული ჩვენებები იმართება.
ცნობისთვის, KETTARI კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 20 ქვეყანაში და ოთხ კონტინენტზე ოპერირებს. ფონდი, რომლის საქმიანობაც IT და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც გვარჯალაძე ამბობს, საქართველოში უკვე შეინიშნება კრეატიული ინდუსტრიის გააქტიურება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.