მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამ კინზინგერი: საქართველოში კრიზისის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია კომპრომისი

5e411123e4850
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.20 12:30
1154
კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გამართულ შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს. ამის შესახებ კინზინგერის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. 

"ხუთშაბათს მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც ჩვენ ერთად დავადასტურეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები. მე მადლობას მოვახსენებ თავმჯდომარე თალაკვაძეს ვიზიტისთვის ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განხილვის მიზნით. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.

შეხვედრის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ სხვადასხვა მხარესთან. მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ისიც გახდა ცხადი, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები/უთანხმოება.

დემოკრატია იოლი საქმე არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალია პოლიტიკური მიკერძოებისგან.

აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს,"- წერს კონგრესმენი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები