მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადამიანები ბიზნესის უკან“ - ბიზნესგამოფენა 5 დეკემბერს გაიმართება

აა
27.11.23 12:16
1077

ადამიანები ბიზნესის უკან არის ბიზნესგამოფენა, რომელიც უკვე მეორე წელია გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

ბიზნესგამოფენა „ადამიანები ბიზნესის უკან“ არის შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს წარმოდეგნილ კომპანიებს ერთმანეთთან დაახლოებაში და ბიზნესპარტნიორობის ჩამოყალიბებაში.

გამოფენა სასტუმრო პულმანში 5 დეკემბერს 15:00-დან 21:00-მდე გაიმართება, სადაც მონაწილეობას 55-მდე კომპანია მიიღებს.

ბიზნესგამოფენაზე წარმოდგენილები იქნებიან კომპანიები ისეთი სექტორებიდან როგორებიცაა: სამშენებლო-დეველოპერული, საფინანსო, IT და ტექნოლოგიები, სტამბა-სარეკლამო, აგრარული, ლოგისტიკა-გადაზიდვები, საინჟინრო, ჰორეკა და სხვ.

ბიზნესგამოფენის განმავლობაში კომპანიები სპეციალურად სტუმრებისთვის გაათამაშებენ 50-ზე მეტ პრიზს. სტუმარს კი შესაძლებლობა ექნება, გაიცნოს წარმოდგენილი კომპანიების გადაწყვეტილების მიმღები პირები, განავითაროს თავისი ბიზნესი და გააფართოოს სანაცნობო ქსელი.

გამოფენის პარალელურად ცალკე სივრცეებში გაიმართება ბიზნესშეხვედრები „გაყიდვების ასოციაციის“ წევრ კომპანიებსა და ბიზნესგამოფენაში მონაწილე კომპანიებს შორის.

ღონისძიების მთავარი მედია პარტნიორია - BMG(ბიზნეს მედია საქართველო)

პირველად „ადამიანები ბიზნესის უკან“ 2022 წლის 15 დეკემბერს ჩატარდა, სასტუმრო "ბილტმორში". „გაყიდვების ასოციაცია“ ბიზნესის წარმომადგენლების გაერთიანების პლატფორმაა, რომელიც 130-მდე წევრს აერთიანებს.

ბიზნეს-გამოფენაზე სტუმრობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/tqsuU5SdZY7Y6mrG6

დასწრება თავისუფალია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები