მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ადამიანები ბიზნესის უკან” - გაყიდვების ასოციაციამ ბიზნესგამოფენა გამართა

“ადამიანები ბიზნესის უკან” - ასე ჰქვია გაყიდვების ასოციაციის მიერ გუშინ, პულმანში გამართულ გამოფენას, რომელშიც მონაწილეობა 53-მა კომპანიამ, როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიების სტუმრებს კი, შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლები და ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესის მიღმა დგანან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება, ხედვები და სამომავლო თანამშრომლობაც დაეგეგმათ. გაყიდვების ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც ასოციაციის წევრ, ისე არაწევრ კომპანიებთან ბიზნესშეხვედრები გაემართათ და ამისთვის სპეციალური სივრცეებიც იყო გამოყოფილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, კომპანიებმა მოწვეული სტუმრებისთვის არაერთი საინტერესო პრიზიც გაათამაშეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები