„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ საცალო ბაზარზე აქტიურდება და იანვრიდან ონლაინ გაყიდვებით, პერსონალური მართვის რისკების პროდუქტების გაყიდვა იწყება, რომლით მოსარგებლეებიც საოჯახო რისკებს სრულად დააზღვევენ, ათვისებული იქნება ოჯახის წევრების სამედიცინო და არა მხოლოდ სამედიცინო რისკები. კომპანიის სიახლეებზე ნინა კობახიძემ “ქალების ნარატივის” ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
”ადამიანები უნდა მივხვდეთ, რომ დაზღვევა არ არის ფუფუნება. უნდა ვიცოდეთ რომ გადახდილი 20 - 30 ან 50 ლარი გაცილებით დიდი მოცულობის პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას იძლევა. “ - ამბობს კობახიძე.
გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას გენერალური დირექტორი გამოთქვამს სურვილს, სახელმწიფომ დათვალოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში კერძო სექტორის ჩართულობის შემთხვევაში, რა მოცულობის თანხების გამოთავისუფლებას შეძლებს.
“სახელმწიფოსთანაც მაქვს თხოვნა და შენიშვნა, მან უნდა გამოიყენოს სადაზღვევო კომპონენტი ბიუჯეტის განაწილების დროს. არ შეიძლება რასაც ბიზნესი აკეთებს ის აკეთოს სახელმწიფომ. ის რისი კეთებითაც ბიზნესმა შეიძლება შექმნას დოვლათი, დაასაქმოს უფრო მეტი ადამიანი და ეს რისკები თავის თავზე აიღოს, ნამდვილად არ უნდა აკეთოს “ , - ამბობს კობახიძე.