18 მაისს თიბისი დაზღვევის ორგანიზებით HR მენეჯერებისთვის ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ადამიანების მენეჯმენტი | 360° “. ღონისძიებაზე მოწვეული იყო 250-მდე წამყვანი HR მენეჯერი სხვადასხვა კომპანიიდან. შეკრების მიზანი იყო HR მენეჯმენტის 360 გრადუსით განხილვა და თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა ხელსაწყოების მიმოხილვა.
სპიკერებმა - თეა რომანოვამ, თამარ თანდაშვილმა და მედეა ტაბატაძემ ისაუბრეს თემებზე, თუ რატომ არის მენტალური ჯანმრთელობა ორგანიზაციული კულტურის ქვაკუთხედი, როგორია სოციალური ბენეფიტების როლი მოტივაციასა და პროდუქტიულობაში, როგორია მონაცემებზე დამყარებული ადამიანების მენეჯმენტი და ანალიტიკა. ასევე თიბისი დაზღვევამ წარადგინა დაზღვევის ახალი პროდუქტი - "ჯანმრთელობა 360°", რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
ახალი პროდუქტი მოიცავს გაუმჯობესებულ მომსახურებებს და ისეთ უნიკალურ დაფარვებს, როგორებიცაა:
● ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოძიება
● საზღვარგარეთ მკურნალობა: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, ორსულობა/მშობიარობა, მედიკამენტები და ონკოლოგია
● ქსოვილთა ტრანსპლანტაცია
● რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგია
● ფსიქოთერაპია ან ფსიქიატრის მომსახურება
● ენდოპროთეზები და იმპლანტები მარკისა და მოდელის მიუხედავად
● ჰომეოპათია და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
ასევე, მრავალი სხვა უნიკალური დაფარვა, პროვაიდერთა გაზრდილი რაოდენობა თუ გამარტივებული პროცედურები.
„თიბისი დაზღვევა აგრძელებს მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებას. წლევანდელი ღონისძიება ამ სახით პირველად ჩატარდა და წარმატებული აღმოჩნდა. სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებმა გააზიარეს თავიანთი ხედვები, განვიხილეთ თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა მიმართულებები. გვსურს ამ ღონისძიებამ რეგულარული სახე მიიღოს და ვგეგმავთ, მომავალ წელსაც ჩავატაროთ, რათა კვლავ შევძლოთ ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარება, ერთმანეთისგან ახალი თემების სწავლა და შედეგად ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ , “ - სერგო საყვარელიძე, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი.
(რ)