მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ვალის აღებას მოჰყვება შესაბამისი შედეგები"

5bf296b4eeed6
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.18 16:00
894
PMCG-ის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ლექსო ალექსიშვილის აზრით, მთავრობის ინიციატივა, რომელიც 600 ათასზე მეტი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერას ითვალისწინებს, პოლიტიკური გადაწყევტილებაა. ალექსიშვილის თქმით, ერთი მხრივ, ეს კარგია ქვეყნისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, რისკებს შეიცავს. მისი თქმით, მსგავსი აქცია უნდა იყოს ერთჯერადი და არ შეიძლება ჰქონდეს მუდმივი ხასიათი.

„ეს უნდა იყოს ერთხელ და დასრულებული. სახელმწფო სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ამ თემის მუდმივად დღის წესრიგში არსებობა. ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება კიდევ უფრო მეტი კერძო სექტორის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამით უნდა მიიღწეს სიღარიბის დაძლევა და არა ერთჯერადი ხასიათის აქტივობებით. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი ან ბიზნესის საქმიანობის ნაწილი. უნდა გავზარდოთ ქვეყანაში ფინანსური განათლების აუცილებობა. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოველი კონკრეტული გადაწყვეტილება, როდესაც იღებენ ვალს, მას მოჰყვება შესაბამისი შედეგები და ისინი ვალდებული არიან ეს ვალი უკან დააბრუნონ“,- აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები