მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ადამიანებს საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა” - კიდევ ვის მოიაზრებს $6.5-მილიარდიანი პროექტის ინვესტორი მყიდველად?

მოჰამედ ალი

Emaar ჯგუფის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი ამბობს, რომ ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ საქართველოში ქონების შესყიდვა.

მან "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი პროექტის მყიდველებს შორის ქართველებთან ერთად, უცხოელებიც იქნებიან.

"რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის 60% საერთაშორისო მყიდველებზეა გათვლილი. შესაბამისად, სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა. ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომლებსაც ეს ქვეყანა მოსწონთ, ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შეიძლება აქ საერთოდაც საცხოვრებლად გადმოსვლა სურდეთ",- ამბობს Emaar ჯგუფის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება ინვესტორებისთვის მიმზიდველია.

"გეტყვით, რომ ყველა ინვესტორი ხარბია, მათ მოსწონთ ზრდა, სურთ ზრდაში თანამონაწილეობა. თქვენი ამბავი შესანიშნავია, ასევე, მსოფლიოს საინტერესო ნაწილში ცხოვრობთ და თქვენმა ხელისუფლებამ შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას", - ამბობს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი.

სახელმწიფო Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტის აქციონერი გახდა და კომპანიაში 33%-ის წილი ექნება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები