ტაკანობუ ნიშიმოტო მომხმარებლებს ონლაინ სერვისს სთავაზობს სახელწოდებით - "Ossan Rental", მისი მომსახურების ადგილი ძირითადად იაპონიის დედაქალაქი ტოკიოა.
ტაკანობუ 50 წლის ყოფილი მოდის კონსულტანტია, რომელმაც ონლაინ ბიზნესი 2012 წელს დაიწყო. მისი თქმით, იაპონიაში საშუალო ხნის მამაკაცები არაჰიგიენურობით და ალკოჰოლისადმი მიდრეკილებით გამოირჩევნიაn, მას სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევა სურს.
ტაკანობუს სხვა თანამშრომლებიც ჰყავს დაქირავებული, რომლებსაც მკაცრად აკონტროლებს. თუ "Ossan Rental"-ში გსურთ სამსახურის დაწყება აუცილებელია ნასამართლეობის ცნობა და მომხმარებლის სხვადასხვა მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თანამშრომლებს მომხმარებლებთან ფიზიკური კონტაქტი ან მათთან პირადი ურთიერთობა კატეგორიულად ეკრძალებათ. Business Insider წერს, რომ ვებ-გვერდს თვეში, დაახლოებით, 900 ადამიანი იყენებს.

























