მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონმდებლობა დაიხვეწება

63e64bf1e32ee
მარიამ დემეტრაშვილი
10.02.23 23:55
775
მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ და „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ახალ კანონპროექტებზე იმსჯელებს. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში წერია.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ადამიანის მიმართ გამოყენებისათვის განკუთვნილი ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისი სტანდარტების დადგენა.

გარდა ამისა, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს საინფორმაციო ბაზების შექმნას ორგანოთა გადანერგვის მომლოდინე პირების, პოტენციური დონორებისა და ორგანოების ეფექტური მიკვლევადობისთვის; აწესრიგებს ტრანსპლანტაციის ლიცენზიის მქონე დაწესებულებების საქმიანობას და მოვალეობებს. მოჰყავს ტრანსპლანტაციის პროცესის ყველა ასპექტი ევროდირექტივებთან შესაბამისობაში.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები