ფოთში დაფუძნებული სამშენებლო და მასალების კომპანია შპს ,,პრაიმ ბეტონი’’ „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის’’ ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. პროექტი ახალი ღრმაწყლოვანი მულტიფუნქციური პორტის მშენებლობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც, ყოველწლიურად პორტს 50 მილიონი ტონა ტვირთბრუნვის შესაძლებლობა ექნება. გეგმის მიხედვით, პროექტის მართვას საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი ოთხას ადგილობრივ კონტრაქტორთან ერთად უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელება შემდგომი სამი წლის განმავლობაშია გათვლილი. პროექტის მასშტაბიდან გამომდიანარე სამუშაო ძალაც შესაბამისად დიდი რაოდენობით დასჭირდა მის განხორციელებას, რისთვისაც იუსაიდის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის ფარგლებში, საპილოტე რეჟიმში სამშენებლო კომპანიასა და ევროპის ბიზნეს ასოციაციას შორის შემუშავებული პროექტით შპს ,,პრაიმ ბეტონი’’ პირდაპირ იქნება ჩართული პრაქტიკული პროფესიული სასწავლო კურსის შექმნაში, რომლის მიზანიც იქნება სამშენებლო სექტორში დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი პროფესიული უნარების გაუმჯობესება.
როგორ შეიძლება სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მიწოდების დისბალანსის აღმოფხვრა და საჭირო კვალიფიკაციის კადრების მომზადება იუსაიდთან პარტნიორობით წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ამბავს და ისტორიას.
სტუმარი: ალექსანდრე სოკოლოვსკი - „პრაიმ ბეტონის“ დირექტორი;