მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adapter-ის პროგრამით უკვე 26 ბიზნესი ადაპტირდა - ქალი მეწარმეები შედეგებზე

6154627a348b2
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.21 18:10
1357
2020 წელს საქართველოში ადგილობრივი ელექტრონული ვაჭრობის ბაზრის ზომა წლიურად 3.2-ჯერ გაიზარდა და 137.9 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, 2018-20 წლების პერიოდში მისი წილი ჯამურ ელ.კომერციაში (ადგილობრივი და უცხოური) 11%-დან 23%-მდე გაიზარდა. Galt & Taggart-ის ელექტრონული კომერციის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, პანდემიის პერიოდში ელექტრონული ვაჭრობის გაზრდილი მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველოში ელ-კომერციის წილი საცალო გაყიდვებში განვითარებული ბაზრების დონეს (1.1% საქართველოში vs. 12% ევროპის საშუალო) ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების განვითარებისა და მომხმარებლის ნდობის ზრდასთან ერთად, 2025 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი ელ.კომერციის წილი ჯამური ელ.კომერციის ნახევარზე მეტს გაუტოლდება.

პანდემიის პერიოდში საქართველოში ონლაინვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის ბიზნესები ელექტრონული ვაჭრობის არხებზე მარტივად გადაეწყვნენ და არაერთმა ბიზნესმა ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია განიცადა. ციფრულ სამყაროსთან მორგებისა და მცირე ბიზნესების განვითარებას ემსახურებოდა „საქართველოს ბანკისა“ და VISA-ს თანამშრომლობით ამოქმედებული პროგრამა Adapter-ი, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებისა და ციფრულ სამყაროში ინტეგრაციას უწყობს ხელს. დღეისთვის პროგრამის საშუალებით ელექტრონული გაყიდვების პლატფორმა - Extra.ge-ზე 26 ბიზნესია ინტეგრირებული.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია My Star-ია, რომელიც ტყავისგან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2018 წლიდან ამოქმედებული საწარმო დღეისთვის 150-დან 200-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამზადებს. კომპანიის დამფუძნებელი მარია ფხაკაძე ამბობს, რომ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით Adapter-ის ფარგლებში Extra.ge-ის ონლაინგაყიდვების პლატფორმაზე მათი ხელნაკეთი პროდუქტის განთავსებით, ბრენდის ცნობადობა გაიზარდა.

„პანდემიის დაწყებისას როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა, მეგონა, რომ ყველაფერი გაჩერდებოდა, მაგრამ მოვლენები აბსოლუტურად საპირისპიროდ განვითარდა და ჩვენს პროდუქტზეც მოთხოვნა ონლაინ-გაყიდვების მეშვეობით გაიზარდა. ამიტომ ელექტრონულ ვებგვერდ Extra.ge-ზე განთავსება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ვთვლი, რომ ამ პლატფორმაზე განთავსებით უპირველეს ყოვლისა My Star-ის ცნობადობა გაიზრდება, რასაც შესაბამისად, გაყიდვების ზრდაც მოჰყვება“, - ამბობს მეწარმე მარია ფხაკაძე.



ასწლოვანი საგვარეულო საიდუმლო რეცეპტებით და რაჭის მთის მცენარეებით, 100%-ით ნატურალური ხელნაკეთი კოსმეტიკის მწარმოებელი „უსული“ ციფრულ არხებზე ადაპტაციას ახლაც გადის.

„უსულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანი კობახიძე ამბობს, რომ ბრენდის ცნობადობის ზრდასთან ერთად რაჭაში დამზადებული პროდუქტზე ხელმისაწვდომობა Extra.ge-ის საშუალებით უფრო იზრდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „ლოქდაუნის“ პირობებში რეალური გაყიდვები შემცირდა და მომხმარებელი უპირატესობას ელექტრონული კომერციის არხებს ანიჭებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით Adapter-ის პროგრამაში ჩავრთულიყავით. სტარტაპერებისთვის მსგავსი ტიპის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცოდით, რომ პროგრამაში მონაწილე სხვა სტარტაპებს ბანკთან თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკა ჰქონდათ, ეს ამ პროგრამაში ჩართვის სტიმული გახდა. ჩვენი მომხმარებელი „უსულის“ კოსმეტიკის შეძენას Extra.ge-ის პლატფორმაზეც შეძლებს“, - აღნიშნა ნანი კობახიძემ.

სტარტაპ „მარბლუს“ დამფუძნებელმა მარიამ ლომინაძემ რამდენიმე თვეა, რაც ბუნებრივი ქვებით სამკაულების დამზადება და რეალიზება ბიზნესად აქცია და გაყიდვების მთავარ გზად სწორედ ელექტრონული კომერცია შეარჩია. მეწარმემ კომპანიის ფეისბუქგვერდის გარდა ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად Adapter-ში ჩართვა გადაწყვიტა.

„როდესაც პროდუქტი Extra.ge-ზეა განთავსებული, ეს ნიშნავს, რომ უფრო დიდ აუდიტორიაზე გადიხარ, შესაბამისა,დ ეს მცირე ბიზნესებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, შენი პროდუქტი უფრო ცნობადი გახადო, რაც ზრდის გაყიდვებს და ავითარებს ბიზნესს“, - ამბობს მარიამ ლომინაძე.

Adapter-ში კი მეწარმე ქალების მიერ ამოქმედებული ბიზნესების გაერთიანება გრძელდება და ელექტრონული ვაჭრობის მოყვარულებს Extra.ge-ზე სულ უფრო მეტი ქალი მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქტის ნახვა შეეძლება, რაც ერთის მხრივ მცირე ბიზნესების განვითარებას, მეორე მხრივ კი ადგილობრივი ელექტრონული კომერციის გაზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტზე რეგისტრაცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2XJjhgQ
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები