მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრა

ვაკვირდებით მოვლენებს და დისკუსიებს - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ე.წ „რუსული კანონის“ განხილვაში დაბრუნებას bmg-სთან აფასებენ. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, როლანდ პრაისი ამბობს, რომ მსოფლიო ბანკს არ შეუძლია შეაფასოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა მთავრობამ ფრთხილად უნდა იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე იმ მოტივაციით, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ სვლა და შესაბამისი რეფორმები გააგრძელოს. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროცესებს იბიარდის და საქართველოს ურთიერთობებზე საუბარი უჭირს ევრობანკის რეგიონულ დირექტორსაც. შეფასებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს bmg-იმ აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრაზე სთხოვა, მასშტაბური ღონისძიების პირველ დღეს რამდენიმე პანელური დისკუსია იმართება მათ შორის ერთ-ერთი შუა დერეფანს შეეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები