მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის წლიურ შეხვედრაზე თიბისიმ მდგრადი განვითარების ღონისძიებას უმასპინძლა

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც წელს თბილისში იმართება, თიბისის ორგანიზებით, პანელური განხილვა მოეწყო, რომლის მიზანი - კლიმატთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა იყო. თიბისის პანელურ დისკუსიაში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნინო მასურაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობაზე და კლიმატის ცვლილების გამოწვევებზე ისაუბრა. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი ADB-ის წევრ ქვეყნებში კერძო სექტორის მიერ კლიმატური პროექტების დაფინანსების გაზრდაზე და ამ პროცესში ინოვაციური ინსტრუმენტების დანერგვაზე გაკეთდა. წლევანდელ ღონისძიებაში 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი და სტუმარი მონაწილეობდა, მათ შორის ADB-ის მაღალი რანგის პირები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები