ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაზე, დღევანდელი დღის მთავარი მარკერი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს გახსნითი სესია იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებს "ოცნების" ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც. ამ სესიით ოფიციალურად გაიხსნება ყოველწლიური შეხვედრების სამუშაო დღის წესრიგი, რომელიც მომდევნო 2 დღეზე განაწილება.
შუადღეს ADB-ის მმართველთა საბჭო დაამტკიცებს რეზოლუციებს, მიმოიხილავს დოკუმენტებს, შეთანხმდება აზიის განვითარების ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებსა და ყოველწლიურ გეგმაზე და მოუსმენს წევრი ქვეყნების განცხადებებს.
დღევანდელი დღის წესრიგი ძირითადად მოიცავს ADB-ის სემინარებს და სემინარებს, რომლებიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.
თემები დღესაც მრავალფეროვანია: ციფრული განვითარება; ახალგაზრდების დასაქმება; ადამიანური კაპიტალის მხარდაჭერა; მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება; დისკუსია ადგილობრივი სავალუტო ბაზრების შესახებ და ა.შ.
ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა წელს იტალიაა. 58-ე ყოველწლიური შეხვედრა მილანში 7 მაისამდე გაგრძელდება. BMG ადგილზე აკვირდება მოვლენებს და ყველა საინტერესო განახლებას შემოგთავაზებთ.




























