მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-მ "საქართველოს კაპიტალის" ობლიგაციებში $4მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

6347bcbf1e9b6
მარიამ ვარადაშვილი
13.10.22 11:31
899
აზიის განვითარების ბანკმა [ADB] 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში.

ბანკში აცხადებენ, რომ ინვესტიცია დამატებით კაპიტალს შესძენს GRPO-ს დამფუძნებელ კომპანიას სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას“, მისი განახლებადი ენერგობიზნესის ხელშესაწყობად.

ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს GRPO-ს მიერ გამოშვებული ხუთწლიანი $80 მილიონიანი მწვანე ობლიგაციის ნაწილს - საქართველოში პირველად ადგილობრივად განთავსებულ მწვანე ობლიგაციას და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებულ უმსხვილეს ობლიგაციას.

“პირველი ადგილობრივად გამოშვებული მწვანე ობლიგაციებისა და საქართველოში განთავსებული ყველაზე მსხვილი ობლიგაციის საშუალებით ADB ხელს შეუწყობს საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს ინვესტიცია კიდევ ერთია ჩვენი, როგორც საქართველოს მწვანე ობლიგაციებში ინვესტორი წამყვანი ორგანიზაციის ანგარიშზე და ცხადყოფს ADB-ის ამ და სხვა სასესხო ინსტრუმენტებით წევრი ქვეყნების კლიმატის მიზნების მიღწევაში დახმარების შესაძლებლობას“,- განაცხადა ბანკის კერძო სექტორის ოპერაციები დეპარტამენტის ინვესიტიციების უფროსმა სპეციალისტმა დევიდ ურბანეხა-ფურელოსმა.

„საქართველოს კაპიტალის“ თავმჯდომარის ირაკლი გილაურის განცხადებით, GRPO-მ წარმატებით გამოუშვა $80 მილიონის მწვანე ობლიგაცია და ამ ტრანზაქციას ინვესტორებისგან საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა.

GRPO-ს პორტფელში შედის ხუთი განახლებადი ენერგიის პროექტი, მათ შორის ოთხი ჰიდროელექტროსადგური ჯამური მოცულობით 50.4 მეგავატი, და საქართველოში ერთადერთი ქარის ელექტროსადგური. GRPO-ს სრული მფლობელია GRPC ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ სს „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებას წარმოადგენს.

სს „საქართველოს კაპიტალის“ 100%-იანი წლის მფლობელია საზოგადოებრივი სააქციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა აღრიცხული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები