ADB-მ სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტისთვის 1 მილიარდი დოლარის სესხი დაამტკიცა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზიის განვითარების ბანკის კრედიტი პროექტის მეორე ფაზის განვითარებას მოხმარდება, - კერძოდ შაჰ-დენიზის მილსადენს.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება.

























