ADB საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს ზრდის. აზიის განვითარების ბანკი წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 7%-ით ვარაუდობს, აპრილის შემედეგ პროგნოზი 2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებულია. 2025 წლის ზრდის პროგნოზი კი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება. აზიის განვითარების ბანკის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მომსახურების სფეროსა და შიდა მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა. თუმცა ამავდროულად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი რისკი ქვეყნის შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა და გეოპოლიტიკური გარემოა.