მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა - მიზეზები;

ADB-იმ საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. აზიის განვითარების ბანკი წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 7%-ით ვარაუდობს, აპრილის შემდეგ პროგნოზი 2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებულია. 2025 წლის ზრდის პროგნოზი კი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება. აზიის განვითარების ბანკის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მომსახურების სფეროსა და შიდა მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა. თუმცა ამავდროულად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი რისკი ქვეყნის შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა და გეოპოლიტიკური გარემოა. როგორია აზიის განვითარების ბანკის პროგნოზები საქართველოსთვის და რეგიონის ქვეყნებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები