მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მა 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-ზე შეინარჩუნა, ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

adb

აზიის განვითარების ბანკმა მისი წევრი ქვეყნების 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. საქართველოსთვის ბანკმა პროგნოზი უცვლელად, 5.5%-ზე შეინარჩუნა. თუმცა, რეგიონის წევრი ქვეყნებიდან რამდენიმეს ზრდის მოლოდინი შემცირებულია, სომხეთის 5.5%-დან 5.%-მდე, თურქეთისთვის კი 3.6%-დან 3.1%-მდე. უცვლელად, 2%-ზე არის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა აზერბაიჯანისთვის.

საქართველოსთვის ADB-მა აპრილში პროგნოზირებული 3.8%-დან 4.9%-მდე გაზარდა ინფლაციის პროგნოზი.

რაც შეეხება ბანკის ძირითად პროგნოზებს - ჯამურად, ADB-ის წევრ ქვეყნებში 2026 წელს 4.9%-ის ზრდა არის მოსალოდნელი, რაც აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ADB კლებას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას და საწვავის ფასების ზრდით მომავალ ინფლაციურ რისკებს უკავშირებს.

ბანკის წევრი უმსხვილესი ეკონომიკების ზრდის პროგნოზები ასე შეიცვალა - ინდოეთი 6.9%-დან, 6.6%-მდე შემცირდა; ჩინეთისთვის უცვლელი დარჩა 4.6%-ის ოდენობით; ინდონეზიისთვის 5.2% შენარჩუნდა; ტაილანდისთვის უცვლელი 1.8%-ის ოდენობით.

ცენტრალური აზიის ქვეყნებში კი პროგნოზი ასე გადანაწილდა - ყაზახეთში 4.8%-ის პროგნოზი შენარჩუნდა; უზბეკეთში 6.7% უცვლელი დარჩა, ასევე უცვლელია აზერბაიჯანის ზრდის პროგნოზი 2%-ის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები