ახლა გვინდა გაგაცნოთ ქართული აგროტექნოლოგიური კომპანია TelAgri, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და სატელიტური მონაცემების გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობს ხელს. კომპანია ბანკებს ფერმერული მეურნეობების რისკების შეფასებასა და უფრო ეფექტიანი საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ TelAgri-ით აზიის განვითარების ბანკიც დაინტერესდა და საკუთარი ვენჩურული კაპიტალის ფონდის, ADB Ventures-ის მეშვეობით, კომპანიაში ინვესტიცია განახორციელა. რას ნიშნავს აღნიშნულ ინვესტიცია ქართული კომპანიისთვის, როგორია მისი განვითარების გეგმები და რა პოტენციალი აქვს ქართულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ბაზრებზე?
სტუმრები: ტატო ცინცაძე - მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, აზიის განვითარების ბანკი;
ირაკლი ჩიქავა - TelAgri-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი






























