"ადამიანი, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, ცხოვრობს საქართველოში და არის საქართველოს მოქალაქე, ვალდებულია, რომ გადაიხადოს გადასახადები. ადამიანი, რომლის ყოველწლიური შემოსავალი, ვიცით, რომ მისი ქონება იზრდებოდა, სხვადასხვა აქტივებს ყიდდა რუსეთში და ასე შემდეგ, მას კანონით 2009 წლამდე ეკუთვნოდა გადასახადების გადახდა.
ჩვენ არ ვიცით, რამდენი აქტივი გაასხვისა იმ პერიოდში და რა შემოსავალი მიიღო, თუმცა ნამდვილად ვიცით, რომ 2003-2007 წლებში მისი ქონება დრამატულად გაიზარდა, დაახლოებით $7.5 მილიარდამდე, სადღაც $1 მილიარდ დოლარზე არის საუბარი", - ამბობს იუსტიციის ყოფილი მინისტრი.
ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს სხვადასხვა პროექტის განვითარებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით $50 მილიონს ურიცხავდა.

























