მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adele ყველაზე მდიდარი ვარსკვლავი გახდა დიდ ბრიტანეთში

5bd8684327967
ლევან თაღიაშვილი
01.11.18 10:40
779
Adele დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ცნობილი სახე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სააგენტოს მიხედვით გასულ წელს მისი ქონება 15 მილიონი ფუნტ სტერლინგით გაიზარდა და ჯამში 147.5 მილიონი შეადგინა. მეორე ადგილზე ედ შეერანია, რომელიც ჯამში 94 მილიონის მფლობელია, მესამე ადგილს კი დანიელ რედკლიფი იკავებს 87 მილიონი ფუნტ სტერლინგით. არსებული რეიტინგი 30 წლამდელ ცნობილ სახეებს აერთიანებს და ყოველწლიურად ქვეყნდება. არსებული რეიტინგი მხოლოდ ბრიტანელ ვარსკვლავებს ეხებათ, საერთაშორისო 30 წლამდე ვარსკვლავებს შორის ყველაზე მდიდარი კაილი ჯენერია, რომლის ქონებაც 688 მილიონი ფუნტ სტერლინგია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები