მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADF აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად $5 მლრდ-ით შეივსება

საგამოძიებო

აზიის განვითარების ფონდი $5 მილიარდით შეივსება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად. ამის შესახებ ცნობილი ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გახდა.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ფონდი ADB-ის გრანტების მთავარი წყაროა ყველაზე ღარიბ და მოწყვლად განვითარებად წევრ ქვეყნებში. ფონდის სახსრები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ივსება.

„გრანტები ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან ჩვენი ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი წევრები ცდილობენ შეცვალონ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების უარყოფითი შედეგები და მიიღონ ზომები კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად,“ - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

აღსანიშნავია, რომ დაფინანსების 51%, ანუ $2.5 მილიარდი შეივსება დონორების კონტრიბუციით, მათ შორის იქნება ორი ახალი ქვეყანა: საქართველო და სომხეთი.