მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილები, სადაც ფილმები და სერიალებია გადაღებული

5e5d46aea3cbb
მარიამ ადამია
02.03.20 23:30
1103
მოგზაურობის დროს, ტურისტები მას შემდეგ რაც ტურისტულ ღირსშესანიშნაობას დაათვალიერებენ, ინაცვლებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მაგალითად მათი საყვარელი ფილმის ან/და სერიალის ეპიზოდია გადაღებული და შესაბამისად, ყოველდღიურად მათ მილიონობით ვიზიტორი ჰყავთ. ამ ადგილებიდან უმეტესობა კერძო საკუთრებაა და მფლობებს ზოგჯერ უზარმაზარი გისოსების დაყენება უწევთ, ტურისტებისგან თავის დასაღწევად.

მაგალითად, გახსოვთ ალბათ ეპიზოდი სერიალიდან "Breaking Bad", რომელშიც გაბრაზებული უოლტი პიცას სახურავზე ისვრის, Breaking Bad-ის ფანებს დღემდე სურთ, თავად გააცოცხლონ ეს მომენტი და მძიმე დანაშაულის მონაწილენი გახდნენ. შესაბამისად, აშშ-ის ქალაქ ალბუკერკში მდებარე ამ სახლის სახურავზე პიცების ცვენა არ წყდება. ხოლო სახლის მფლობელები ოთხი წლის განმავლობაში ცდილობდნენ აღეკვეთათ “ვანდალიზმის, პირად საკუთრებაში შემოჭრისა და უკულტურო ქცევის” ფაქტები. საქმე კი იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე წლის წინ მძიმე დანაშაულის ავტორმა ვინს გილიგანმა ფანებს სთხოვა, თავი შეეკავებინათ აღნიშნული სახლის მფლობელების შეწუხებისგან და პიცები აღარ ესროლათ.

მაგრამ არავინ დაუჯერა. ამრიგად, სახლის პატრონებმა გადაწყვიტეს, ტურისტებისგან თავის დასაცავად უზარმაზარი, მაღალი რკინის ღობე შემოერტყათ სახლისთვის.

ხოლო ვარდისფერი სახლი ფილმიდან „რეალური სიყვარული“, იმდენად პოპულარული გახდა ინსტაგრამ-ბლოგერებს შორის, რომ ნოთინგ ჰილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები, ტურისტებს სთხოვენ სიარული და ფოტოების გადაღება შეწყვიტონ. ხოლო თავად სახლის მფლობელი ამბობს, რომ როდესაც ყიდულობდა წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს ის ცნობილი სახლი იყო, სადაც მარკი ჯულიეტას სიყვარულს უხსნის. ახლა კი უწევს იცხოვროს გიდების, სელფების, ტურისტებისა და ფოტოგრაფების გარემოცვაში.

ახალი ჯოკერის გამოჩენამ და ხოაკინ ფენიქსის არაჩვეულებრივმა შესრულებამ კი, ინტერესი გააჩინა ნიუ-იორკში, ბრონქსის რაიონში არსებული კიბეების მიმართ, რომელსაც ჰეშთეგით, #jokerstairs-იც შეერქვა. აქ ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ზოგი ნიღბით, ზოგიერთი კი, ჯოკერის მსგავსი მოძრაობებით ფოტოებს იღებს. ეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რაიონია და ნაკლებად უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა, ეს კიბეების მიმდებარე ტერიტორიას უკვე აღარ ეხება.

ჩამონათვალში აუცილებლად უნდა ითქვას Game of Thrones და ის დიდებული ადგილები, სადაც ყველაზე რეიტინგული სერიალის ეპიზოდები და საყვარელი პერსონაჟების სცნებია გადაღებული. მათ შორის არის დუბროვნიკის ძველი ქალაქი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ამ შუა საუკუნის კედლებს სერიალის მეორე სეზონის მეცხრე ეპიზოდში ვხდებით. სწორედ დუბროვნიკია ის ადგილი, სადაც მისი უდიდებულესობა, მეფის სავანე მდებარეობს.

ხოლო ისლანდია ის ტერიტორიაა, სადაც პატარა ნორდიული რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ადგილი, რომელიც გარშემორტყმულია უზარმაზარი მყინვარებით. სწორედ აქ არის ჩრდილოეთის სცენები გადაღებული.

და ბოლოს, კუნძული მაია ბეი, რომელიც პოპულარული 2000 წელს, ფილმის „სანაპიროს“ გამოსვლის შემდეგ გახდა, ყოველდღიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობდა, თუმცა 2018 წელს ტაილანდის ეროვნული პარკების დეპარტამენტმა დროებით დახურა სანაპირო ზოლი დაზიანებების გამო და სავარაუდოდ, მისი დათვალიერება 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები